ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ექსპერტები აფასებენ. სპეციალისტები რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ, ეკონომიკური განვითარების ტემპის შესუსტებასა და სესხების გალარების ტენდენციის შემცირებას ვარაუდობენ. როგორც საზოგადოება და ბანკების დამფუძნებელი აღნიშნავს, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური რისკებიდან გამომდინარე გაამკაცრა.
ექსპერტ ირაკლი ყიფიანის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ბანკს მთავრობის მიერ გატარებულმა და დაგეგმილმა არასწორმა ეკონომიკურმა რეფორმებმა აიძულა. ყიფიანის თქმით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით გალარების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება.
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6, 75%-მდე გაზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით 20 ათასზე მეტ მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გაეზარდა. მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2017 წლის 7 მარტსაა ჩანიშნული.