მეტ-ნაკლებად, ყველა ცდილობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თუმცა, ზოგიერთი დაავადება, ჩვენი პროფილაქტიკური მცდელობის მიუხედავად, აზიანებს ორგანიზმს. ინფექციური, ონკოლოგიური ან მემკვიდრული ხასიათის დაავადებები შეიძლება შეუმჩნევლად, ხილული კეთილდღეობისა და ჯანსაღი ცხოვრების ფონზე განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, პათოლოგიური პროცესის დროული გამოვლენა და დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერება. მაგრამ როგორ აღმოვაჩინოთ დაავადება, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა. ამის გაკეთება შესაძლებელია ყოველწლიური პროფილაქტიკული სამედიცინო შემოწმებით.
• სისხლის საერთო ანალიზი;• სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;• შარდის საერთო ანალიზი;• ელექტროკარდიოგრამა (ეკგ);• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი სასურველია 45 წლის ზემოთ;• 45 წლის ზემოთ ასევე საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, თვალის წნევის გაზომვა;• სტომატოლოგის გასინჯვა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, კარიესის, ღრძილების დაავადების დროული აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.• კოლონოსკოპია და გასტროსკოპია 50 წლის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, ამ ორგანოების დაავადებების ნიშნების არარსებობის დროსაც კი.• წელიწადში ერთხელ ქალბატონები უნდა გაესინჯონ გინეკოლოგს, მამაკაცები - უროლოგს. ქალები ასევე უნდა გაესინჯონ მამოლოგს, 18-35 წლის ასაკში 3 წელიწადში ერთხელ, 35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად. 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა კი ძუძუს კიბო სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ორ წელიწადში ერთხელ.