რამდენიმე თვიანი გაძვირების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ოქრომ გაიაფება დაიწყო. თუ რამდენიმე თვის წინ ერთი უნცია ოქრო 2 ათას 100 დოლარამდე ღირდა, დღეს მისი ღირებულება ათას 850 დოლარამდე შემცირდა.
აღნიშნული ტენდენცია არ ასახულა ქართულ ბაზარზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ოქროს ბირჟაზე“ მოვაჭრეებმა განუცხადეს, ფასი კვლავ მაღალია და მსოფლიოში კლების ტენდენცია ჩვენთან არ აისახება. ისინი მიზეზად ლარის კურსი მკვეთრ გაუფასურებას ასახელებენ.
მოვაჭრეების თქმით, წლის დასაწყისიდან ერთი გრამი ოქროს ფასი დაახლოებით 25-დან 35 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თუ წლის დასაწყისში 583 სინჯის გრამი ოქრო 80-85 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 108-110 ლარია. 999 სინჯის ერთი გრამის ღირებულებამ კი 195-200 ლარს მიაღწია, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში მაქსიმუმ 160 ლარი ღირდა.