ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული ცემენტის ხარისხსი შემოწმების მიზნით ცემენტის ასოციაცია ჩამოყალიბდა. როგორც ასოციციის დამფუძნებლები აცხადებენ, მათი მიზანი, ცემენტისა თუ სხვა სამშენებლო მასალების სექტორში არსებულ პრობლემებზე მუშაობა და მომხარებლის უფლებების დაცვაა. პერიოდულად მოხდება ღია ბაზარზე ცემენტის ტომრების ანონიმურად შესყიდვა და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რათა შემოწმდეს პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებლები.