რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ როგორ დაადგენს მთავრობა იმ ადამიანების რაოდენობას, ვინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამსახური დაკარგა.
როგორც ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენმა პირმა ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში ხელფასის აღება. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გაირკვევა ზუსტი ოდენობა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მთავრობა განსაზღვრავს თუ თანხის რა მოხემულობა იქნება საჭირო მათ დასახმარებლად.