კორონავირუსის გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ყველაზე მძიმედ კერძო სექტორს შეეხო, კერძოდ, რეგულაციების ფარგლებში უამრავმა კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა დროებით შეწყვიტა, ხოლო ზოგიერთი კომპანია წლის განმავლობაში ფილიალების შემცირებასაც კი გეგმავს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის გაჩერება უარყოფითად აისახა ქვეყნის ეკონომიკაზეც, უფრო კონკრეტულად 2020 წლის მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 2.7 პროცენტით შემცირდა. შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე საინტერესოა იმის გაგება თუ როგორ დაეხმარება მთავრობა კერძო სექტორს.
ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეკონომიკისა და მეწარმეების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2 მილიარდ 110 მილიონი ლარგი გამოიყოფა.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, რისი მეშვებითაც, 2020 წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს. ამასთან, გიორიგ გახარიას თქმით, კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის ოდენობის გრძელვადიანი რესურსი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით 500 მილიონი ლარი გამოიყოფა, საიდანაც 300 მილიონი ლარი უშუალოდ საკრედიტო-საგარანტიო სქემაზეა გათვალისწინებული, რაც თავის მხრივ ეკონომიკური აქტივობს ზრდას შეუწყობს ხელს.
ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობა იმ კომპანიებსაც დაეხმარება, რომლებიც არსებულ მძიმე მდგომარეობაში დასაქმებულებსს ხელფას მაინც უხდის. გიორგი გახარიას განცახებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. უფრო კონკრეტულად 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1 500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლოსგან 750 ლარის ოდენობა გათავისუფლდება, რაც ამ მოცულობის თანხაზე 150 ლარს შეადგენს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” პირობებში სესხის თანაადაფინანსების პერიოდი 24-დან 36-თვემდე გაზრდა იგეგმება, ამასთან შეიცვლება საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმი; გაიზრდება საქმიანობის სახეები; დაიწევს სესხისა და ლიზინგის მინიმალური ზღვარი და გაიზრდება საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდა.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. როგორც გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დაფინანსების მიკროსაგრანტო პროგრამა, რომელიც დაიწყო რამდენიმე წლის წინ, გაგრძელდება და ერთ ბენეფიციარზე გაცემული გრანტის ოდენობის ზღვარი30 ათას ლარამდე აიწევს, ჯამში კი, გაიზრდება 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ნაწილში, აგროკრედიტები ჯამში, 50 მილიონ ლარამდე იზრდება. მთავრობა ვარაუდობს, რომ აღნიშნული პროგრამით, 5 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს.