ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს სპეციალური სტატუსი მიენიჭება და დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი შემუშავდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რომლის შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებით კი, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ნებაყოფლობითი ხდება. ამასთან, პირი, რომელსაც სტატუსი მიენიჭება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, გადაიხდის ბრუნვის გადასახადს რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.