ჩინეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მწვავე პრობლემად დგას მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულება, ონლაინ-თამაშები, კომპიუტერზე მიჯაჭვა, რაც სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს და მოზარდები ნამდვილ ზომბებს ემსგავსებიან. ჩინელებმა გადაწყვიტეს, მოზარდებს, რომლებსაც ინტერნეტდამოკიდებულების ნიშნები უკვე აქვთ, სამხედრო ტიპის ბანაკებში მოუყარონ თავი და მკაცრი დისციპლინით "დააბრუნონ ცხოვრებაში".საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ცენტრი ციდე პეკინში მდებარეობს და ის ერთ-ერთია 300-მდე ამგვარი დაწესებულებიდან. პროგრამა ითვალისწინებს ჯარისკაცულ წესრიგს, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრადიციული ჩინური ეტიკეტის, მუსიკის, ცეკვების შესწავლას, ასევე საკვების მომზადებას. მაქსიმალურად ეკრძალებათ კომპიუტერთან ურთიერთობა და მით უმეტეს, ონლაინ-თამაშები.ფსიქოლოგთან ვიზიტებს ახლავს ასევე წამლების მიღებაც - რადგან ბევრ მათგანს სერიოზული პრობლემები აქვს, აგრესიულები, გაღიზიანებულები არიან.