საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორდოში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი - Bassins de Lumières გაიხსნა. მუზეუმის უზარმაზარი საგამოფენო სივრცე უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, რაც მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების ციფრულ შოუს პარალელურად დარბაზებში კლასიკური მუსიკა ისმის.
პანდემიის მიუხედავად, იდეის ავტორების თქმით, მხოლოდ მიმდინარე წელს ისინი 400 ათასზე მეტ სტუმარს ელოდებიან. რაც შეეხება მუზეუმის ფასებს, ზრდასრულებისთვის ის 13 ევრო და 50 ცენტი, მოზარდებისთვის კი 9 ევრო იქნება.