უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ იღებდნენ კლიპს Kalush Orchestra-ს სიმღერაზე „Стефанія“ ევროვიზია 2022-ზე წარსადგენად.უწყების ცნობით, კადრები გადაღებულია ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, ბოროდიანკასა და კიევის რეგიონის ქალაქებში, სადაც ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს.