როგორ მოხდა, რომ პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებდა და რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მიიმალა. დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი მთავარ პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს. საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენს აინტერესებს, თუ რა გააკეთა პროკურატურამ საიმისოდ, რომ სამართალდამცველი არ მიმალულიყო. უჩა ნანუაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დადგინდეს, ვინ ეხმარებოდა ბრალდებულს მიმალვაში.