08:46
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
როგორ მოქმედებს საკეისრო კვეთა ბავშვის ტვინზე? - შენელებული კონცენტრაცია ჰქონდათ...
15-03-2019

კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ საკეისრო კვეთამ შეიძლება ბავშვის ტვინის განვითარებაზე იმოქმედოს. კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ჩვილებს ყურადღების კონცეტრაცია აქვთ დაქვეითებული. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს 3 თვის ჩვილები გამოიკვლიეს.

თავდაპირველად მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ჩვილების თვალების მოძრაობამ. მათ მონიტორზე უჩვენებდნენ ნახატებს. ხან ერთ მხარეს, ხან მეორე. ბავშვის თვალზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაადგინეს, ეკრანის რომელ მხარეს ელოდებოდა ბავშვი ნახატის გამოჩენას.

ასეთი "მოლოდინი" დაკავშირებულია ყურადღების ერთ-ერთ ფორმაზე, რომლის დროსაც ტვინი გამოჰყოფს მისთვის საინტერესოს ზოგადი სივრციდან და ფოკუსირებას ახდენს მასზე.

დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, შენელებული კონცენტრაცია ჰქონდათ, ვიდრე ბუნებრივი გზით დაბადებულ ბავშვებს. "შედეგმა დაგვაფიქრა, რომ დაბადების საშუალება თავის ტვინის პირველად გამოვლინებაზე ახდენს გავლენას" - ამბობს სკოტ ადლერი, ექსპერიმენტის ავტორი.


მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მშობიარობა საკეისრო კვეთის მეშვეობით და ჩნდება ნეგატიური კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკეისრო კვეთა ბავშვებში იწვევს ასთმის, პირველი ტიპის დიაბეტისა და სიმსუქნის ალბათობას.

მეცნიერების აზრით, ეს შეიძლება დამოკიდებულია იმაზე, რომ ბუნებრივი მშობიარობის დროს ბავშვი დედისგან იღებს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც იცავენ მას დაავადებებისგან.

2015 წლის აპრილში საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ მოუწოდა ყველა ექიმს, საკეისრო კვეთას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართონ, როცა საფრთხე ექმნება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები