თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ყაზახეთის რესპუბლიკი სოფიციალური დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-12 რაიონული სამსახური, ნახეს სამედიცინო აღჭურვილობა. სტუმრები, ასევე, დაინტერესდნენ ცენტრში ბოლო დროს დანერგილი სიახლეებით.