02:54
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
როგორ შეაჩერეს იტალიის პატარა ქალაქში კორონავირუსი?
01-04-2020

იტალიის ჩრდილოეთით მდეპარე პატარა ქალაქ ვო ეუგანეოში, ექსპერიმენტის დახმარებით ახალი კორონავირუსის გავრცელება შეაჩერეს.

ვენეციიდან 30 მილის მოშორებით მდებარე ქალაქი ვო ეუგანეო, მას შემდეგ მოექცა ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, რაც ახალმა კორონავირუსმა იტალიაშიც შეაღწია. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქალაქში მცხოვრებთ კორონავირუსის სწრაფი ტესტი ჩაუტარეს და ყველა დაინფიცირებული საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. კარანტინში მოხვდა ისინიც, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ.

როგორც ცნობილია, 10 დღის შემდეგ, ქალაქის ყველა მაცხოვრებელს განმეორებით ჩაუტარდა ტესტი და აღმოჩნდა, რომ დაინფიცირების შემთხვევა 90%-ით შემცირდა. ამის შესახებ საზოგადოებას მეცნიერმა ანდრეა კრესანტიმ აცნობა, რომელიც თავად მონაწილეობდა ამ ექსპერიმენტში.
"ტესტირება კრიტიკულად აუცილებელი იყო, რადგან ამ ტესტირებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ქალაქის მერმა.გასულ დღეებში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, მოსახლეობას აქტიურად ჩაუტარონ ახალი კორონავირუსის დასადგენი ტესტი, რათა სწრაფად შეძლონ რეაგირება და საზოგადოების დახმარება.

"ჩვენი მთავარი რჩევაა: ჩაიტარეთ ტესტირება", - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ექსპერიმენტში მონაწილე მეცნიერების თქმით, იტალიის ქალაქში ჩატარებული ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის 3% ინფიცირებული იყო. აქედან 10 ადამიანს ვირუსი უსიმპტომოდ ჰქონდა.

"დაინფიცირებულები სწრაფად რომ არ აღმოგვეჩინა, ინფექცია მალევე გადაედებოდა სხვა ადამიანებსაც", - განაცხადა ქალაქის მერმა.

როგორც ცნობილია, ასეთი კარგი შედეგის გამო, მთელს რეგიონში იგეგმება ადამიანთა ტესტირება. დღის განმავლობაში სწრაფი ტესტით დაახლოებით 11 ათასამდე ადამიანს გასინჯავენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები