14:24
6 ივნისი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორ შეძლებენ ფულადი კომპენსაციის მიღებას პირები, რომლებიც ბინის გაქირავებით იღებდნენ შემოსავალს
30-04-2020

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ხელისუფლება ერთის მხრივ დაეხმარება ბიზნესს, რომელმაც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა და მეორეს მხრივ, დასაქმებულებს, რომლებმა კრიზისი გამო სამსახური დაკარგეს.

გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია თვითდასაქმებულების ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც. მათ შორის გეგმაში გაწერილია თუ როგორ შეძლებენ კომპენსაციის მიღებას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული თვითდასაქმებულები.

მათ შორის, არარეგისტრირებულმა პირმა, რომელიც დღიურად აქირავებდა საცხოვრებელ ფართებს, ელექტრონული პორტალების მეშვეობით (airbnb.com; booking.com და სხვა), კომპენსაციის მისაღებად შესაძლებელია, წარადგინონ საბანკო ამონაწერი, სადაც გამოჩნდება შესაბამისი კომპანიიდან მიღებული შემოსავალი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები