„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ არხიდან თანამსრომლების გაშვების მიზეზი რალურად ბოდვაა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, გამორიცხულია ადამიანების გაშვები მიზეზი გამხდარიყო 5 წლის წინ გაცემული პრემია, რომელიც მისი გადაწყვეტილებით გაიცა. როგორც გვარამია ამბობს, სხვა არაერთი პრემია გაუცია და შეუძლია მათზეც გასცეს ინფორმაცია და დაითვალოს. მისივე შეფასებით პრემიების თემით იმ თანამშრომლებს მისცეს მიზეზი ვისაც არხზე დარჩენა სურს. გვარამია ამბობს, რომ ვინც „რუსთავი 2“-ზე დარჩება უნდა თვქას, რომ „ბიძინა ტელევიზიის თანამშრომელია“.