მისო-ების შემცირების მიუხედავად, ერთ წელიწადში მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანი კი სამსახურის გარეშე დარჩა.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 52 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 22,3 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.ამავე მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საფინანსო ბაზრის ამ სექტორში სულ დასაქმებული იყო 4 ათას 101 ადამიანი, რაც 286 ადამიანით, დაახლოებით, 6,5 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისო-ების შემცირების მიუხედავად გაიზარდა მათ მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობა. ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო მილიარდ 129 მილიონი ლარის სესხი, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მილიარდ 101 მილიონი. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 28 მილიონი ლარით გაიზარდა.