საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, ტაქსიზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიების ნაწილმა, გაზარდა ტარიფიც. "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, ტაქსი "200-200“-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ მომსახურებაზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა, თუმცა, ტარიფი არ გაუზრდიათ.
"ბიზნესპრესნიუსი“ ტაქსის ყველა დიდ კომპანიას დაუკავშირდა, მათ შორის მათაც, რომლის მკვეთრად გაზრდილ ტარიფზეც მომხმარებელი სოციალურ ქსელში ხშირად წერს, თუმცა, კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.