მეგან მარკლმა ვერ მოახერხა საიდუმლოდ დაეტოვებინა ფაქტი, რომ ის პრინცს ხვდებოდა. მან საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც წყვილის ერთმანეთისთვის ჩაკიდებული ხელები ჩანდა. მოგვიანებით მეგანმა ფოტო წაშალა, თუმცა საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა, სიმართლე კი უკვე თითქმის ყველამ გაიგო.
სანამ პრინცი ჰარი საყვარელ ქალს ოჯახს გააცნობდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ის მეგან მარკლს ხვდებოდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მეგანმა ჰარი საიდუმლოდ გააცნო მამას. წყვილი პირველად ერთად 2016 წლის შემოდგომაზე შენიშნეს, მათზე პაპარაცებმა „ნადირობა“ ოფიციალურად სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს. თუ დააკვირდებით და შეადარებთ მაშინდელ და ახლანდელ ფოტოებს, ნახავთ, როგორ გარდაიქმნა მხიარული და მუდამ მომღიმარი ჰარი მეოჯახე კაცაად.
იყო დრო, როცა ჰარის განცობისა და მხიარულებისთვის საყვედურობდნენ, თუმცა ეს წითური ბიჭი ახერხებდა მალევე მოეგო ყველას გული და უცხოებისგანაც კი დაემსახურებინა სიყვარული და პატივისცემა. სამეფო ოჯახში პატივს სცემდნენ მას და მის იუმორს. ჯერ კიდევ 2017 წელს ბრიტანულმა მედიამ დაწერა, რომ ქეით მიდლტონს სურს, მისი პირქუში ქმარი მხიარულ პრინც ჰარის დაემსგავსოს.