ხახვი ამარილისისებრთა ოჯახის მცენარე, სამშობლო - სამხრეთ - დასავლეთ აზია. გამოიყენება საკვებად. შეიცავს ბე პირველ, ბე მეორე, პეპე, ცე და ა ვიტამინებს, შაქარს, ფოსფორს, კალციუმს, აზოტოვან და სხვა ნივთიერებებს, ხახვში ასევე მრავლადაა ეთერზეთები. ხახვი თითქმის ყველა კერძის შემადგენელი ნაწილია. ნედლ, შემწვარ, მოთუშულ და დამარილებულ ხახვს, სხვადასხვა კერძისთვის განსაკუთრებული გემოსა და არომატის მისაცემად იყენებენ. ერთი შეხედვით უწყინარი და მთელს მსოფლიოში საკმაოდ პოპულარული ეს ბოსტნეული, შესაძლოა არითმიისა და მაღალი არტერიული წნევის გამომწვევიც კი გახდეს. იმისთვის რომ ხახვმა თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოს და მასში შემავამა ნივთიერებებმა დადებითი ეფექტი მოახდინოს ირგანიზმზე, უმნიშვნელოვანესია ხახვის სწორად შერჩევა და რაც მთავარია სწორად მირთმევა.