eBay-ს ტექნიკურმა დირექტორმა შვილები უკომპიუტერო სკოლაში შეიყვანა. ასევე მოიქცნენ Google-ის, Apple-ის, Yahoo-სა და Hewlett-Packard-ის თანამშრომლები. ამ სკოლას Waldorf of the Peninsula ჰქვია და საკმაოდ ძველმოდურია. ხის თაროები წიგნებითა და ენციკლოპედიებითაა გადატენილი, დაფაზე ცარცით წერენ, ბავშვები ხის მერხებთან სხედან, საშინაო დავალებას ფანქრებით რვეულებში ინიშნავენ. სწავლის დროს არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ ნივთებს. უპირატესობას ფანქარს, კალამს, საკერავ ნემსს და თიხას ანიჭებენ. კომპიუტერი და ნებისმიერი გაჯეტის გამოყენება სკოლაში აკრძალულია და არც სახლშია დაშვებული.
იხილეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე