სარეცხის მანქანების უმეტესობას აქვს სწრაფი, დელიკატური რეცხვის რეჟიმი, რომელიც დიასახლისებს დროის და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას აძლევს. თუმცა დღეს ამ რეჟიმებით სარგებლობას არ გირჩევთ. სწრაფი რეცხვის დროს გვაქვს ძირითადად ორი ვარიანტი, 30 ან 40 გრადუსი. ამ ორ რეჟიმს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არსებობს, ორივე შემთხვევაში სარეცხი ნელ-თბილ წყალში ირიცხება. ყველაზე სწრაფი რეცხვის რეჟიმი განკუთვნილია სამოსისთვის, რომელსაც იშვიათად ვხმარობთ, თუმცა დღევანდელ დღეს ამ შემთხვევაშიც თავის შეკავებას გირჩევთ. რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, რომელშიც სარეცხს
ვრეცხავთ მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მიკრობები იხოცება. ინფექციის გავრცელების პერიოდში აუცილებელია სარეცხის ხშირი რეცხვა, იქნება ეს პირსახოცები, თეთრეული, ჩაის ტილოები, ხელთათმანები და ბავშვის ტანსაცმელი. ასევე აუცილებელია სარეცხის დაუთოება,რადგან ცხელი უთო მიკრობებს ანადგურებს. დროდადრო აუცილებლად ჩაუტარეთ დეზინფექცია თქვენს სარეცხის მანქანას. საამისოდ ჩაასხით მანქანაში ერთი ჭიქა ძმარი, შეარჩიეთ ტემპერატურა არა ნაკლებ 60 გრადუსისა და ჩართეთ ყველაზე ხანგრძლივ რეჟიმზე. ძმარი მოაშორებს თქვენ მანქანას დაგროვილ ნადებს და დახოცავს მიკრობებს. ეცადეთ არ დააგროვოთ სარეცხი კალათაში და შეძებისდაგვარად სწრაფად გარეცხოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლში ვინმე ავად არის.