დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანას სახლში შეღწევისგან დასაცავად რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ აზიური ფაროსანა არ არის დაავადების გადამტანი და არ იწვევს ფიზიკურ ზიანს.