18:27
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ბავშვის სიჯიუტე მოთმინებას გაკარგვინებთ - ვერ იჯერებენ, რომ პატარა "გაიზარდა", ცდილობენ უფრო "ხმამაღლა" ებრძოლონ...
06-02-2019

სიჯიუტე ხასიათის თანდაყოლილი თვისება არაა. უდრეკი ხასიათის გამოვლენით ბავშვი "საჯაროდ" აცხადებს, რომ მეტი დამოუკიდებლობა სურს. რამდენად ძლიერია სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ,  ამას უკვე ხასიათი განაპირობებს. ბავშვის ამ მისწრაფებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში, არ დაუპისპიროთ მას ძალა და აგრესია. ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვის ყოველი  აფეთქება მაინც გარეგნული სიმშვიდით უნდა გადაიტანოთ.

არ გამოიყენოთ გადამეტებული ძალა. 5-6 წლიდან  სიჯიუტე სავსებით ნორმალურია. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს თავის პიროვნულ "მეს" და ფიქრობს, რომ თავადაც ისე უნდა აისრულოს სურვილები, როგორც  უფროსები. სწორედ ამ პერიოდში უშვებენ მშობლები ყველაზე დიდ შეცდომას - ვერ იჯერებენ, რომ პატარა უკვე "გაიზარდა" და მის სურვილებსაც ისევე სჭირდება ანგარიშის გაწევა, როგორც ერთმანეთისას. ამის მაგივრად ჯიუტ და უზნეო ბავშვად თვლიან, მეტად ცდილობენ, საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლონ და უფრო "ხმამაღლა" ებრძოლონ ბავშვს. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როცა ბავშვს 7 წლის ასაკის „კრიზისი“ ეწყება, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, რომელიც მის ხასიათზე და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებებზე დიდ გავლენას ახდენს.
თუ ბავშვს ძლიერი ხასიათი აქვს, თავის პრინციპებზე უარს ადვილად არ იტყვის და მშობელზე ზეწოლას გააგრძელებს. ამით უნდა მეტი ყურადღებაც მიიქციოს და დაამტკიცოს, რომ ძლიერია.

პრობლემის ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც ბავშვის მიმართ გამოვლენილი არასაკმარისი ყურადღებაა. ზოგჯერ ყურადღების ნაკლებობა მეორე ბავშვის გაჩენას სდევს თან - ბავშვი გრძნობს, რომ ერთადერთი აღარაა, გრძნობს, რომ მოაკლდა „მისი კუთვნილი“ ყურადღება და სხვადასხვა სახის აგრესიითა და პროტესტით გამოხატავს ამას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები