ჭიები ორგანიზმში (ენტერობიოზი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ბევრი უსიამოვნების მიზეზიც. ჩვეულებრივ, ენტერობიოზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ რიგ შემთხვევაში იწვევს მნიშვნელოვან დისკომფორტს. ენტერობიოზის დროს ყველაზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომია უკანა ტანის ქავილი, რომელსაც ხშირად ერთვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ტკივილი ბრმა ნაწლავის ირგვლივ, ზოგჯერ - თავის ტკივილი და თავბრუხვევა. ხშირად ამ პათოლოგიის თანამდევია ნერვული აგზნებადობის მომატება, უძილობა, საერთო სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება. ენტერობიოზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ადამიანს ბავშვობიდანვე გამოვუმუშაოთ პირადი ჰიგიენის დაცვის ჩვევები; აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა საპნით, სათამაშოების რეგულარული გარეცხვა. უნდა ჩააყენოთ საქმის ყურში პედიატრი, პარაზიტოლოგი და ბავშვს ჩაუტარდეს სათანადო კვლევები, მიეცეს დანიშნულება. ენტერობიოზს წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა ანტიჰელმინთური – პარაზიტების საწინააღმდეგო - საშუალებით. პრეპარატის შერჩევა და დოზირება ხდება ინდივიდუალურად,პაციენტის მონაცემების გათვალისწინებით.
ვინაიდან ენტერობიოზი კონტაქტური ჰელმინთოზია, ხშირია ამ დაავადების ოჯახური შემთხვევები. ამ დროს აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის მკურნალობა, რათა მოხდეს დაავადების კერის სანაცია და თავიდან იქნეს აცილებული განმეორებითი ინვაზირება.