ერაყის ელიტური არმია აღმოსავლეთ მოსულში გამარჯვებას ზეიმობს. სამხედროებმა ერაყის ეროვნული დროშა იქ აღმართეს, სადაც 2 წლის წინ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ხალიფატი გამოაცხადა. ცერემონიას არმიის მეთაურებიც დაესწრნენ და გამარჯვება ჯარისკაცებთან ერთად აღნიშნეს. ერაყის ელიტური რაზმის მეთაურის თქმით აღმართული დროში დანახვა მოსულის დასავლეთ ნაწილში მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შეეძლოთ. ქალაქ მოსულში ხალიფატის გამოცხადებიდან 2 წლის შემდეგ, ერაყის არმიამ აშშ-ის მხარდაჭერით ქალაქზე კონტროლი აღადგინა. საზეიმო ცერემონიას ქალაქის მცხოვრებლებიც დაესწრნენ და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის განსაკუთრებული დღეა.