საქართველოში არამდგრადი ამინდი 15 აპრილამდე შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განაცხადეს , ხვალ, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.