თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო „ქვევრების“ მშენებლობა დაიწყო. სასტუმრო, რომლის ნომრებიც ქვევრის ფორმის იქნება, სტუმრებს წლის ბოლოს მიიღებს. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სასტუმროს ოპერატორი თავად “ქვევრები“ იქნება.
სასტუმროს კოპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყობა - აუზები, რესტორანი, ბარი და ასევე საბავშვო კუთხე.
მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება და სასტუმროს ერთდროულად 60-70 სტუმრის მიღება შეეძლება. სასტუმროში 20 ადამიანის დასაქმება მოხდება.