ეროვნული ბანკის ახალი ოფისის პროექტის დიზაინს ამერიკული კომპანია GLMV Architecture დაამუშავებს. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან 2 მილიონ 537 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რომლის ბიუჯეტიც სავარაუდოდ, 50 მილიონი ლარი იქნება.
სებ-ში ახალი ოფისის მშენებლობას ინსტიტუციის გაზრდილი ფუნქციებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ახალი, A კლასის ოფისის მშენებლობას დაახლოებით 3-4 წელი დასჭირდება.