მზიურის პარკის რეაბილიტაციის პროექტი დასკვნით ფაზაშია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 7 მილიონ 800 ათასი ლარია.
მზიურის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა არსებული მოზაიკები, ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ველო-ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ხელოვნური ტბა, სკეიდბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები.