„სამეფო კარის თამაშების“ შემქმნელები მერვე სეზონის ფინალური სერიის რამდენიმე ვარიანტს გადაიღებენ. ტელეკომპანია HBO წარმომადგენლის, ქეისი ბოილსის განცხადებით, ამ გზით პრემიერამდე ინფორმაციის გაჟონვას აიცილებენ თავიდან. დასკვნითი სერიის რომელ ვარიანტს აირჩევს რეჟისორი, არც სერიალში მონაწილე მსახიობებმა იციან. მერვე სეზონის ეპიზოდური როლების გადაღება ოტქომბერში იწყება. პრემიერა კი 2018 წელს გაიმართება.