ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა. ამ დროისთვის დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანიაა. ეს კომპანიებია: შპს (შეპესე) „ქალაქპროექტი“, „არტსტუდიო-პროექტი“; „დეფანი არქიტექტურა“; „ნს სტუდიო“ და GLMV Architecture.
როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით, 17 ათასი კვადრატული მეტრია.