ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, 1-ელი კვარტლის მსგავსად, მე-2 კვარტალშიც ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.
ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-2 კვარტალში მოგება ვერ მიიღო მათ შორის ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 156 მილიონ 415 ათას 387 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 292 მილიონ 56 ათას 328 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 157 მილიონ 163 ათას 992 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 231 მილიონ 705 ათას 253 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ბანკი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში მოგება ნახა, „სილქ როუდ ბანკი“ იყო, რომლის წმინდა მოგებამაც მე-2 კვარტალში - 253 ათას 512 ლარი შეადგინა.