ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-3 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, მიმდინარე წელს, ზარალზე გადის. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.
ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 50 მილიონ 24 ათას 580 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 446 მილიონ 656 ათას 417 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-3 კვარტლის მონაცემებით, 77 მილიონ 513 ათას 314 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 369 მილიონ 541 ათას 936 ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, მე-3 კვარტალში მოგება მხოლოდ 4 ბანკმა - „სილქ როუდ ბანკმა“, „კრედო ბანკმა“, „იშბანკი საქართველომ“ და „ზირაათ ბანკი საქართველომ“ მიიღო.