ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის 1-ლი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, 1-ელ კვარტალში ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში ორი დიდი ბანკი "თიბისი ბანკი" და "საქართველოს ბანკი" ზარალზე გავიდნენ. კერძოდ, "თიბისის" ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 277 მილიონ 427 ათას 742 ლარი შეადგინა. "საქართველოს ბანკს" კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 276 მილიონ 415 ათას 438 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა.
ანგარიშგებების თანახმად, საანგარიშო პერიოდში დადებითი მაჩვენებელი არცერთ კომერციულ ბანკს არ უფიქსირდება.