ბათუმში გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, პაციენტს სხეულის 90 % დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე დამწვრობის ცენტრში გადაყვანა ვერ ხერხდება, რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის. მას სხეულის 32 % დამწვარი აქვს.ბათუმში, 16 აგვისტოს თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.