ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს "სუბარუსა" და "პრადოს" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშვებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.მომხდარზე გამოძიება მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევის მუხლით დაიწყო.