"სტარტაპ საქართველომ" კონკურსში გამარჯვებული პროექტის - "ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა" პრეზენტაცია გამართა. პარკირების ელევატორული სისტემა წარმოადგენს ლითონის კონსტუქციებს, რომელიც მომხმარებელს ერთი ავტომობილის ადგილზე ათამდე ავტომობილის პარკირების შესაძლებობას აძლევს. კონსტრუქცია "სტარტაპ საქართველოს" კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია შპს "რევერსმა" "საპარტნიორო ფონდის" დაფინანსებით და "საქართველოს ვაგონშემკეთებელი კომპანიის" მხარდაჭერით ააგო.