11:38
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
როგორია პირუტყვის დაკვლის საფასური სასაკლაოებში
25-05-2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 87 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლულია 68 ათას 300 სული პირუტყვი, მათ შორის 39.3 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.7 პროცენტი - წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 მილიონ 686 ათას 600 ერთეულით განისაზღვრა.

„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში 25 ლარი და 50 თეთრი, ცხვრის ან თხის - 9 ლარი და 90 თეთრი, ხოლო ღორის - 23 ლარი და 10 თეთრი იყო.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები