ვაკეში მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს. ერთი პირის დაჭრას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.