ევროპული საქართველოს ლიდერი ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. გიგი უგულავას განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა არ იცვლება და საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება მოსყიდვისა და დაშინების საშუალებით მოხდა. "როგორც 2013 წელს იჭერდა, სკამებს და სავარძლებს ყრიდა არჩეული საკრებულოების და მერის კაბინეტებიდან, ზუსტად იმასვე აკეთებს ახლაც" - ამბობს უგულავა ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძეზე.