ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმ უნივერსიტეტში, სადაც შალვა თადუმაძე ამბობს, რომ სწავლობდა, როგორც ჩანს სწავლა მხოლოდ ფორმალურად მიმდინარეობდა, ფულის გადახდის შემდეგ კი დიპლომს გასცემდნენ. ამის დამადასტურებლად გოცირიძემ პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი იმ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის განცხადება წაიკითხა, რომელშიც გენერალური პროკურორი ამბობს, რომ სწავლობდა. გოცირიძის შეფასებით, დიპლომთან დაკავშირებული საკითხებით ხდება არა თადუმაძის ცოდნის კომპეტენციის შემოწმება, არამედ იმის გარკვევა - დაირღვა თუ არა კანონი მაღალ თანამდებობაზე დიპლომის არ მქონე პირის დანიშვნით.