12:29
5 დეკემბერი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
როგორც იტალიელები ამბობენ, ღმერთს რომ დედამიწაზე სამოთხისთვის ადგილი მოეძებნა, ის მას ფლორენციაში შექმნიდა - გაიცანით ტოსკანას დედაქალაქი, რომლის სამზარეულოზეც ლეგენდები დადის
16-10-2021

ტოსკანას დედაქალაქი და იტალიის რესპუბლიკის ყოფილი დედაქალაქი ფლორენცია ,ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 59 წელს დაარსდა პირადად იულიუს კეისრის მიერ. თუმცა ფლორენციამ აღორძინებას მე-14-16 საუკუნეებში მიაღწია და გადაუჭარბებლად ევროპის ფინანსური და კულტურული ცენტრი გახდა.

ფლორენცია წარმატებით ითავსებს დიადი წარსულის სულს და დინამიური თანამედროვე ქალაქის ატმოსფეროს შესანიშნავი სამზარეულოთი, შოპინგითა და ათასგვარი გასართობით.

სწორედ ფლორენცია მიიჩნევა ადგილად, სადაც დაიწყო აღორძინების ეპოქა – დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო აქაურები არიან. რენესანსული არქიტექტურაც აქედან წამოვიდა. მას შემდეგ ქალაქი მთელი დიდებულებით მშვენივრად შემონახულია და დღეს ფლორენციას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

ფლორენციული სამზარეულოს შესახებ ლეგენდები დადის და გადაჭარბების გარეშე. ადგილობრივი კულინარების შემოქმედების გვირგვინია კილოგრამიანი სტეიკი (ბისტეცცა). ის სისხლიანი მოაქვთ, თუმცა შეგიძლიათ მის გარეშეც მოითხოვოთ. პორცია 2-3 ადამიანს ყოფნის.

AutoPlay
ბულგარული სამზარეულო ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს წარმომადგენელია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში - ის დანარჩენი ბალკანური ქვეყნების სამზარეულოებთან ბევრ საერთო მახასიათებელს ატარებს
გამოქვეყნდა 22 საათის წინ
გაიცანით ლუქსემბურგულის სამზარეულო, რომელზეც აშკარად იგრძნობა მეზობელი გერმანული, ბელგიური და ფრანგული კულინარიების დიდი გავლენა
27-11-2021
ლომბარდიული სამზარეულო იტალიის რეგიონის, ლომბარდიის ტრადიციული კერძების ერთობლიობაა, რომელიც ავსტრიულსა და ცენტრალურ ევროპულს უფრო ჰგავს, ვიდრე იტალიურს
20-11-2021
პერუ პროდუქტების წარმოების მხრივ მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს წერტილად ითვლება - გაიცანით ქვეყნის სამზარეულო
13-11-2021
აქ ხორცი დელიკატესად მიიჩნევა და მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევენ - გაიცანით ნეპალის სამზარეულო
23-10-2021
გაიცანით ავსტრალიური სამზარეული, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სამზარეულოების ვარიაციებს, როგორებიცაა ბრიტანული, ევროპული, აზიური და ახლო აღმოსავლეთის ელემენტები
09-10-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები