“საქართველოს დიპლომატიის სახე არის წილკნის ლოკოკინები. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ლოგოზე გამოიტანონ ლოკოკინა. იმიტომ, რომ როგორც ლოკოკინა ნელა დადის, ყველა წვიმის დროს იმალება თავის ნიჟარაში, ვერასოდეს თავის მიზანს ვერ აღწევს და ისე რომ შეხედავ, საყვარელი არსებაა, აი ასეთია ქართული დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა დღეს. ნელი, დამალული, მშიშარა, უფანტაზიო, უნიჭო და ყველაფერს რომ სხვას გადააბრალებს აი ისეთი!“ - ამის შესახებ გადაცემაში "ნიუსრუმი" პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.