როგორც მოქალაქე ცერცვაძის, ასევე ყველა მოქალაქის პირადი მონაცემი არის დაცული და მასზე ოკუპანტ ქვეყანას ხელი არ მიუწვდება - ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.თეა წულუკიანმა ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გიორგი ცერცვაძის დასაცავად ნაბიჯები უკვე გადადგა. მინისტრი ყველა მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავონ აჟიტირებისგან.