2019 წლის მსოფლიო ყველის დაჯილდოებაზე პირველი ადგილი ორეგონში წარმოებულმა ლურჯმა ყველმა Rogue River Blue-მ დაიკავა.
Rogue River Blue-მ 3800 ყველს გაუწია კონკურენცია. Rogue River Blue-ის ქარხნის დირექტორ დევიდ გრემელსის განცხადებით, დაჯილდოვების შემდეგ, ყველის გაყიდვები 500%-ით გაიზარდა. Rogue River Blue ორგანული პროდუქტია, რომელიც ძროხის რძისგან მზადდება. 1 კგ Rogue River Blue დაახლოებით $98 ღირს. აღსანიშნავია რომ, Rogue River Blue-მ ჯერ კიდევ 2003 წელს მსოფლიოს საუკეთესო ლურჯი ყველის სტატუსი მოიპოვა, ხოლო 9 წლის შემდეგ ის საუკეთესო ამერიკულ ყველად დაასახელეს.