07:03
3 ივლისი, 2022, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
“როიტერსი" - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას
26-05-2022

თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას , - ამის შესახებ თურქეთის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობაც მოლაპარაკებების კონფიდენციალურობის გამო არ სახელდება.

ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი“ ავრცელებს.

თურქეთის მიერ მარცვლეულის უკრაინიდან გატანაში დახმარების შესახებ დისკუსიებს „როიტერსთან“ ორი სხვა სანდო წყაროც ადასტურებს.

ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წევრია, რუსეთში ის უფრო „ნეიტრალურად“ განიხილება, ვიდრე ალიანსის სხვა დასავლელი წევრები.

შეგახსენებთ, უკრაინის შავი ზღვის პორტებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, რუსული აგრესიის გამო, ბლოკადაშია მოქცეული.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გარკვეული დასავლური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათის გადამზიდავი გემებისთვის დერეფანი უზრუნველყოს.

AutoPlay
ლიბერთიმ კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
მართველი პარტიის შეთავაზებაზე, რომელიც ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად 12 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას ითვალისწინებს, პოლიტიკოსები განცხადებებს აკეთებენ
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ირანში 6.1 და 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, არის მსხვერპლიც
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
მიხაილო პოდოლიაკი - მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, მსოფლიო დაიღალა რუსული გაზის შანტაჟით, ხელოვნური კრიზისებით, ქიმიური იარაღით და მუდმივი თავხედური სიცრუით
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
დმიტრო კულება - ჯოზეფ ბორელი და მე ვთანხმდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის აუცილებლობაზე
გამოქვეყნდა 12 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები