ლეგენდარული შვეიცარელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მონეტაზე გამოსახეს. მის ქვეყანაში გამოუშვეს 20-ფრანკიანი საიუბილეო მონეტა როჯერის გამოსახულებით. შვეიცარული მედიის ინფორმაციით ფედერერი პირველი შვეიცარიელი გახდა, რომელიც სიცოცხლეშივე გამოსახეს ადგილობრივ საიუბილეო მონეტაზე. მონეტას ოფიციალურად 2020 წლის 23 იანვარს გამოუშვებენ. მაისში გამოვა მეორე მონეტა ფედერერის გამოსახულებით – ის ოქროსი იქნება 50 ფრანკის ნომინალით.