მართალია შეერთებული შტატების ოქროს ხანის სიმბოლოდ ქცეული როკფელერების გვარი ყველასთვის სიმდიდრესთან და ფუფუნებასთან ასოცირდებოდა მაგრამ 21-ე საუკუნეში დისტანციამ ნელ-ნელა დაკარგა საკუთარი სტატუსი და ჩვეული რესპექტაბელურობა, რადგან ნათესავები მომრავლდნენ, მილიარდები კი სხვათა ხელში დაგროვდა.
რა თქმა უნდა როკფელერები ჯერ კიდევ განსაზღვრავენ ამერიკის პოლიტიკისა და ბიზნეს ელიტის საერთო განწყობას. აქტიურად მონაწილეობენ და გარკვეულ წილად ძველ პოზიციებსაც ინარჩუნებენ მსხვილი იურიდიული კომპანიებისა და ლობისტური ფირმების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სამხატვრო სტრუქტურების მუშაობაში, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებისა და ახალი ყაიდის ბიზნესმენების ფონზე მათი გავლენა საგრძნობლად შემცირდა და ისეთი ყოფლისმომცველი აღარ არის, როგორიც ოდესღაც იყო.