მსოფლიოში ცნობილ საავტომობილო კომპანიებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღიერბულ ბრენდზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას Rolls-Royce ყოველთვის ითვლებოდა და დღემდე ტექნიკური ბრწყინვალების სიმბოლოა. საუკუნის ისტორიის მანძილზე, ბრენდმა არნახული წარმატებებიდან თითქმის განადგურებამდე რამდენიმე ეტაპი გაიარა და დღემდე არ კარგავს თავის ადგილს კონკურენტებს შორის. იყო მომენტები, როდესაც კომპანია სრული დაშლის პირას იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე იგი ახერხებდა აღორძინებას. ზოგადად, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, კომპეტენტური მენეჯმენტის მეშვეობით მსოფლიო აღიარება მოიპოვოს ბრენდმა და იქცეს მაგალითად ნებისმიერ სფეროში. ინგლისური კომპანია დღესდღეობით BMW HD-ის ქვედანაყოფია, რომელიც ლუქს კლასის მანქანებს აწარმოებს. ფუფუნება, პრესტიჟი, კომფორტი და სანდოობა -ეს ეპიტეები ზედმიწევნით ასახავს Rolls-Royce-ის მანქანებს.
კომპანიის ისტორია სათავეს 1904 წლის მაისში იღებს. ბრიტანელი ინჟინრის Sir Frederick Henry Royce და Charles Stewart Rolls-ის შეხვედრიდან, როდესაც ორი განსხვავებული ცხოვრებისეული გზის, პროფესიის, მისწრაფებისა და ასაკის ადამიანის ტანდემით ახალ ისტორიას ჩაეყარა საფუძველი. მანამდე სანამ პირველი Rolls-Royce-ის შესახებ ვისაუბრებთ ბრენდის დამფუძნებლებზე მოგახსენებთ მოკლედ.
როგორც სხვა არაერთი კომპანია, როლს-როისიც ჩართული იყო მეორე მსოფლიო ომში მით უმეტეს, რომ ბრენდის მიერ იწარმოებოდა სხვადასხვა სიმძლავრის ძრავები არა მხოლოდ ავტომობილებისვთის. საავიაციო ტექნიკის განვითარებაში კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის. 90-იანი წლებიდან დეტროიტში, მიჩიგანში, მეორე მსოფლიო ომისთვის მერლინის აეროძრავების წარმოება დაიწყო. მერლინის ძრავის ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც მეტეორი, კრომველის ტანკისთვის შეიქმნა. Meteor-ის განვითარება 1943 წელს დასრულდა, იმავე გუნდმა ბელპერის ქარხანაში განაახლა მუშაობა რვა ცილინდრიანი მანქანის ძრავაზე.
კრიზისული პერიოდი კომპანიას მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა, როდესაც სხვადასხვა მიზეზებით ბრენდი ბანკროტამდე მივიდა. თუმცა ბრიტანული სიამაყის გადარჩენა მაინც მოხერხდა და ათწლეულის ბოლოს ერთგული მომხმარებელს კუპე კაბრიოლეტი შესთავაზა, რომელმაც 2000-იან წლებამდე იარსება. 80-იან წლებში ბრენდის დამოუკიდებლად არსებობა გართულდა იმის გათვალისწინებითაც რომ უკვე ამ დროისთვის მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში სხვადასხვა მარკის მანქანები გამოდიოდა დახვეწილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ეკონომიური ხარჯებით, ამიტომ Rolles-Royce-ის ხელმძღვანელობა გერმანული კონცერნის - BMW გადაეცა Bentley კი Wolkswagen Group-ის ნაწილი გახდა. ეს გაერთიანება გარკვეულ წილად ბრენდის გადასარჩენად ერთადერთი გზა იყო, რამაც მის შემდგომ განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. იმ დროისათვის თანამშრომელთა რაოდენობა 80 000 ადამიანს ითვლიდა.
დღემდე Rolles-Royce-ის სახელის ქვეშ წარმოებული მანქანები სერიული გამოშვების მიუხედავად გარკვეულ ინდივიდუალიზმს ინარჩუნებდენენ, რაც ბრენდის დამაარსებლის მთავარი მიზანი იყო. წარმოებისას ჩადებული უმაღლეს ხარისხზე ორიენტირებული თითოეული ოპერაცია ბრენდის უკონკურენტობას განაპირობებს. კომპანიის სლოგანი ასე ჟღერს: „ ისწრაფეთ სრულყოფილებისკენ ყველაფერში, რასაც ქმნით. აიღეთ მხოლოდ საუკეთესო იმისგან რაც არის და გააუმჯობესეთ. და თუ ის არ არის - დააპროექტეთ!“